დამასკოსთან ახლოს საჰაერო თავდასხმებს 23 ადამიანი ემსხვერპლა
დამასკოსთან ახლოს საჰაერო თავდასხმებს 23 ადამიანი ემსხვერპლა

დამასკოს სიახლოვეს, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ღუტას რაიონში საჰაერო თავდასხმებს 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ომის მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს.

სოციალური მედიით ვრცელდება დაბომბვის შემდეგ ქალაქ არბეენის კადრები. სამოქალაქო თავდაცვის მოსამსახურეები, რომლებიც „თეთრი ჩაფხუტების“ სახელით არიან ცნობილი, აცხადებენ, რომ 24-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი „თეთრი ჩაფხუტის“ მოხალისე შეეწირა აღმოსავლეთ ღუტაზე მიტანილ ავიაიერიშს.

სირიის მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ამ რეგიონის შესახებ საერთაშორისო შეშფოთება მატულობს, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში აღმოსავლეთ ღუტას სირიისა და რუსეთის ძალები აქტიურად ბომბავენ.

რეგიონში საკვებისა და წამლების დეფიციტია, რასაც მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიჰყავს.