დამასკოს აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს 7 იანვრიდან განაახლებს

16:48, 04.01.2025

დამასკოს აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს 7 იანვრიდან განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე დამასკოს აეროპორტმა შიდა რეისები განაახლა.

უწყების ხელმძღვანელის, აშად ალ-სულეიბის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს დამასკოსა და ალეპოში აეროპორტების სრულად რეაბილიტაციის სამუშაოები.

მსგავსი