დამასკო დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართავს
დამასკო დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართავს

დამასკო დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართავს. ამის შესახებ კრიზისების საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიკმა განაცხადა. ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, რეაგირება მოახდინონ სირიის თხოვნაზე და მიაწოდონ მათ სამედიცინო და საკვები მარაგები. თუმცა, უზრუნველყონ, რომ ეს დახმარება არ იყოს გამოყენებული სირიის სანქცირებული ხელისუფლების მიერ, არამედ მიეწოდოს დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული მისიების საშუალებით.

პარალელურად კი, არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ წარმომადგენლები, რომელიც სირიის ჩრდილოეთით, მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მუშაობენ, აცხადებენ, რომ ამ დრომდე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება არ ჩასულა.

„რეგიონში შევიდა მხოლოდ 20-კაციანი მაშველთა და ექიმების ჯგუფი ეგვიპტიდან, ისინიც აღჭურვილობის გარეშე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სირიაში მიწისძვრას 2 662-ს ადამიანი ემსხვერპლა.