თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 574-ს შეადგენს, სირიაში - 2 662-ს
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 574-ს შეადგენს, სირიაში - 2 662-ს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს.

დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ თურქეთის ათ პროვინციაში, ბოლო მონაცემებით, 50 000-ს აღემატება.