დამაჯერებელი გამარჯვება თურქეთთან - ხიზანიშვილის 15-წლამდელები მეორედაც ითამაშებენ
დამაჯერებელი გამარჯვება თურქეთთან - ხიზანიშვილის 15-წლამდელები მეორედაც ითამაშებენ

საქართველოს 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქეთის თანატოლთა ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ შეხვედრაში ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთელი აჩვენეს, უპირატესობას ფლობდნენ და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

ანგარიში პირველ ტაიმში, 31-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმო ძალიან ეფექტურად შეასრულა 1:0. მეორე გოლიც მისი მონაწილეობით გავიდა. მე-40 წუთზე წულუკიძემ შეტევა მარცხენა ფლანგზე დათო შიოლაშვილს გაუგრძელა, რომლის ჩაწოდებული ბურთიც სტუმართა კარში გიორგი ხაბულიანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

საქართველოს U15: ჯოჯუა – გაფრინდაშვილი, გოებაშვილი, პირტახია – ლაცაბიძე, წულუკიძე, თოდუა, ხიმშიაშვილი – გეგიაძე, ხაბულიანი, შიოლაშვილი;

შეცვლაზე შევიდნენ: ოჩიგავა, ჯაჭვლიანი, მესხი, დავრაშელიძე, ჯანაშია, ჩოფიკაშვილი, დასენი, ლაბაძე, სიორდია.

საქართველოსა და თურქეთის 15-წლამდელთა ნაკრებები მეორე ამხანაგური მატჩსაც გამართავენ. მატჩი 28 მაისს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 18:00 დაიწყება.