საქართველო თურქეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
საქართველო თურქეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს 15-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ანტალიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი თამაში ჩაატარა.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები მასპინძელთა ნაკრებს შეხვდნენ და დამარცხდნენ. თურქეთს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ანგარიში 45-ე წუთზე გაიხსნა: საკუთარ კარში ბურთი ჩვენი გუნდის მცველმა, სანდრო გულიაშვილმა გაიტანა. ეს ამ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა და საქართველო 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხარატიშვილი, ვაზაგაშვილი, მოსიაშვილი, კვაშილავა, გულიაშვილი, ფერცულიანი, ონიანი (69. გოჩიაშვილი), თაგორაშვილი (45. თელია), თურაზაშვილი (69. ავალიანი), ო. მამაგეიშვილი (45. კიტია), გვიშიანი.

მეორე შეხვედრაში აზერბაიჯანმა თურქეთის 14-წლამდელთა ნაკრებთან 1:1 ითამაშა. მეორე ტურში 25 აპრილს საქართველო აზერბაიჯანს შეხვდება.