ორი სპარინგი თურქეთთან - ხიზანიშვილი გუნდის მზადებას აგრძელებს
ორი სპარინგი თურქეთთან - ხიზანიშვილი გუნდის მზადებას აგრძელებს

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა და მორიგი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება – ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი თურქ თანატოლთა ნაკრებს ორჯერ შეხვდება.

აქვე გაგაცნობთ იმ 23 ფეხბურთელის სიას, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე გამოიძახა:

მეკარეები: ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი (ორივე – დინამო თბ), მიხეილ მაქაცარია (საბურთალო)

მცველები: მუხრან ბაგრატიონი, ნიკოლოზ გოგებაშვილი, ლუკა ჯანაშია, სანდრო გაფრინდაშვილი (ყველა – დინამო თბ), გიორგი პირტახია (სფფ აკადემია), მერაბ ჩოფიკაშვილი (ავაზა). გიორგი მესხი (საფეხბურთო აკადემია, გერმანია)

ნახევარმცველები: საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე, ომარ თოდუა, დავით შიოლაშვილი (ყველა – დინამო თბ), ლუკა წულუკიძე, ბექა ხიმშიაშვილი, ჭაბუკი ლაბაძე (ყველა – სფფ აკადემია), ლუკა ოჩიგავა (საბურთალო), ლუკა ჯაჭვლიანი (მარჩეტ აკადემია, ესპანეთი), ლუკა დასენი (ავაზა)

თავდამსხმელები: გიორგი ხაბულიანი (მარჩეტ აკადემია, ესპანეთი), ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო), საბა სიორდია (სფფ აკადემია)

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები თურქეთს 26 და 28 მაისს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი „ბასა“ უმასპინძლებს. მატჩების 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილმა ეს ნაკრები მარტში შეკრიბა და სომხეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.