ბიატლონში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემოიონატის შვიდგზის გამარჯვებულმა ლაურა დალმაიერმა ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ სპორტსმენმა თავის ინსტაგრამზე განაცხადა და გამოაქვეყნა ვარჯიშის ვიდეო.
„პირველი ნაბიჯები“, – დაწერა დალმაიერმა. – „ნელ-ნელა დავუბრუნდები სასურველ ფორმას“.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ექიმების რჩევით ლაურამ საერთოდ შეწყვიტა ვარჯიში, რათა ავადმყოფობის შემდეგ საბოლოოდ გამოჯანმრთებულიყო.