დალმაიერი – ვვარჯიშობ ყოველ დღე, რათა მსოფლიო თასისთვის მოვემზადო
TYUMEN, RUSSIA MARCH 21, 2018: Biathlete Laura Dahlmeier of Germany training ahead of the 2017/2018 Season IBU Biathlon World Cup meeting in Tyumen, Russia. Sergei Bobylev/TASS PUBLICATIONxINxGERxAUTxONLY TS078C99
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბიატლონში, გერმანელმა ლაურა დალმაიერმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებულად ემზადება მსოფლიო თასის ეტაპისთვის, რომელიც გერმანულ ქალაქ რუპოლდინგში გაიმართება.
„სამუშაო პროცესია. მას მერე, რაც საშობაოდ ვიავადმყოფე, ვვარჯიშობ ყოველ დღე, რათა კარგად მოვემზადო მსოფლიო თასისთვის რუპოლდინგში“, – დაწერა დალმაიერმა თავსის ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ბიატლონისტმა მსოფლიო თასის პირველი ორი ეტაპი გამოტოვა, ხოლო მესამეზე, ნოვო-მესტოში იასპარეზა.