ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი ლაურა დალმაიერი, ბიატლონის საერთაშორისო ასოციაციის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში შევიდა. ჯგუფის მიზანია ამ სპორტის სახეობის უფრო მეტად განვითარება.
ჯგუფში ცხრა ექსპერტია გაერთიანებული, დალმაიერი კი სპორტსმენების წარმომადგენელი იქნება.
მათი ამოცანა იქნება ორგანიზაციას კონსულტაციები გაუწიონ გრძელვადიან პროექტებში და ზოგადად ბიატლონის განვითარების საქმეში.
„მსოფლიოში, მილიონობით გულშემატკივრის წყალობით, სპორტის ამ ულამაზეს სახეობას განვითარების უდიდესი პერსპექტივა გააჩნია. ჩვენ ყოველდღიური სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ბიატლონის საერთაშორისო ორგანიზაციას წინსვლაში დიდ დახმარებას გავუწევთ“, – განაცხადა გერმანელმა.