დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ვიდეო]

ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად გმირთა მემორიალთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსისა და გენშტაბის წარმომადგენლები მივიდნენ.

დალია გრიბაუსკაიტეს გმირთა მემორიალიდან მთავრობის კანცელარიაში ელოდებიან, სადაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან დახურული შეხვედრა გაიმართება.

დღის ბოლოს კი, ლიეტუვის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.