დალია გრიბაუსკაიტემ „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგიურ კანონს ხელი მოაწერა
დალია გრიბაუსკაიტემ „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგიურ კანონს ხელი მოაწერა

ლიტვის პრეზიდენტმა „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგიურ კანონს ხელი მოაწერა.

აღნიშნული კანონი ქვეყნის პარლამენტმა ნოემბრის დასაწყისში მიიღო. დოკუმენტი კორუფციასა და ადამიანების უფლებების დარღვევაში მხილებულ უცხოელებს ქვეყანაში ჩასვლას 5 წლის ვადით უკრძალავს. კანონი ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევა.

ლიტვა უკვე მეოთხე ქვეყანაა, სადაც „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგი მიიღეს. მანამდე, ეს გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა, ესტონეთმა და კანადამ მიიღო.

ლიტვის პრეზიდენტის  დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, ქვეყანა საერთაშორისო საზოგადეობასთან ერთად არას ეუბნება ბინძურ ფულს და ადამიანის უფლებების უგულებელყოფას.

პრეზიდენტის თქმით, ადამიანებმა, რომლებიც ამ უფლებებს არღვევენ, უნდა იცოდნენ, რომ ისინი დემოკრატიული ქვეყნებისთვის არასასურველები არიან.