დალია გრიბაუსკაიტე - სწორ გზაზე დგახართ, კარგად იცით, რა გსურთ, საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული [ვიდეო]

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 25 მაისს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ლიტვის პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და თავისუფლების მოედნიდან ქართველ ხალხს მიმართავს.

საქართველოში ვიზიტამდე, დალია გრიბაუსკატემ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დამოუკიდებლობის დღეზე, ოკუპაციაზე, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და ივლისში ნატო-ს სამიტზე ისაუბრა.

„ქართველი ხალხის მიმართ ჩემი მთავარი გზავნილია, რომ ირწმუნონ საკუთარი თავის. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს საკუთარი ქვეყნით. თქვენ უნდა იყოთ ამაყი იმით, თუ როგორ გზა გაიარეთ, როგორ განვითარდა ქვეყანა, რა პერსპექტივები გაქვთ, როგორ პატივისცემას და სიყვარულს​ იმსახურებთ ლიტვიდან. მოხარული ვარ, რომ საქართველოში მივემგზავრები. მინდა, მოგილოცოთ 100 წლის იუბილე და მოხარული ვარ, რომ ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და თავისუფლებას. თქვენ სწორ გზაზე ხართ. კარგად იცით, რა გსურთ. საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვდგევართ“, – აცხადებს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დალია გრიბაუსკაიტე.