დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დღეს ეწვევა
დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დღეს ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა.

გრიბაუსკაიტე თბილისში 14:00 საათზე ჩამოვა.

დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ამასთან, გრიბაუსკაიტე მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია“.

ლიეტუვას პრეზიდენტი 26 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.