დალია გრიბაუსკაიტე - საკუთარი მიზნის მიღწევის შესაძლებელობა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს
დალია გრიბაუსკაიტე - საკუთარი მიზნის მიღწევის შესაძლებელობა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს

საკუთარი მიზნის მიღწევის შესაძლებელობა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, – ასე უპასუხა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დავოსში ჟურნალისტის კითხვას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.

„საკუთარი მიზნის მიღწევის შესაძლებელობა, ამა თუ იმ ეტაპზე, ყველა ქვეყენას აქვს. ასეთი შესაძლებელობის წართმევა არც ერთი სახელმწიფოსთვის არ შეიძლება. უკრაინელ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების იმედი უნდა ჰქონდეს. ყველაფერი დამოკიდებულია „შესაძლებელობების ფანჯრებზე“, რომლებიც ამა თუ ეტაპზე ჩნდება”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

მისივე თქმით, ლიტვა მზადაა, უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე დახმარება გაუწიოს.