დალია გრიბაუსკაიტე - ბალტიის ქვეყნებისთვის პრიორიტეტად აღმოსავლეთ საზღვართან თავდაცვის გაძლიერება რჩება
დალია გრიბაუსკაიტე - ბალტიის ქვეყნებისთვის პრიორიტეტად აღმოსავლეთ საზღვართან თავდაცვის გაძლიერება რჩება

ბალტიის ქვეყნებისთვის პრიორიტეტად აღმოსავლეთ საზღვართან თავდაცვის გაძლიერება რჩება. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო სწავლება „დასავლეთმა“ აჩვენა, რომ საფრთხე არამხოლოდ სამხედრო , არამედ ჰიბრიდული სახითაც არსებობს. სწორედ ამიტომ, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“, გასული წლის სექტემბრის თვეში გაიმართა. მასში მონაწილეობას ბელარუსიც იღებდა. სწავლებაში 12.7 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.