ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 7 შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო „დალასმა”. „მავერიკსი” ლუკა დონჩიჩის გარეშე სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდ „მილუოკის” დაუპირისპირდა და 4 ქულის სხვაობით 116-120 დაამარცხა.
ტეხასური გუნდის რიგებში საუკეთესოები 26-26 ქულით კრისტაპს პორზინგისი და სეტ კარი გამოდგნენ. ლატვიელმა პირად აქტივში 12 მოხსნა და 4 პასიც ჩაიწერა. მილუოკელთა რიგებში ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა იანის ანტეტოკუნმპომ. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა 48 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, თუმცა ეს „ბაქსს” გამარჯვებისთვის არ ეყო. „მილუოკიმ” 8 ნოემბრის შემდეგ პირველი მატჩი დათმო.
დეტროიტი – ვაშინგტონი 119-133
ტორონტო – კლივლენდი 133-113
ჰიუსტონი – სან ანტონიო 109-107
მემფისი – მაიამი 118-111
ოკლაჰომა – ჩიკაგო 109-106
ფინიქსი – პორტლენდი 110-111