„დალასმა“ „ბოსტონი“ დაამარცხა - დონჩიჩმა გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „დალასმა“ საკუთარ არენაზე „ბოსტონი“ მიიღო და სამი ქულის სხვაობით გაიმარჯვა (110:107)

მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. „მავერიკსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე-მეოთხე პერიოდში მოიპოვა. ტეხასელებს შორის ყველაზე შედეგიანი 31 ქულით, 10 მოხსნითა და 8 პასით ლუკა დონჩიჩი იყო. ახალგაზრდა სლოვენიელმა ბოლო წამებზე სამიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 22 ქულა მიითვალა ჯეილენ ბრანსონმა. ჯოშ რიჩარდსონის ანგარიშზე 16 ქულაა.

„ბოსტონის“ რიგებში 29 ქულა მიითვალა ჯეილენ ბრაუნმა. 28 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯეისონ ტატუმმა. 21 ქულა ჰქონდა კემბა უოკერს.

სელტიკსი““15 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. „დალასი“ კი დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა.

კლივლენდი – ატლანტა 112:111

ორლანდო – დეტროიტი 93:105

ბრუკლინი – საკრამენტო 127:118

ნიუ იორკი – გოლდენ სტეიტი 106:114

ტორონტო – ფილადელფია 102:109

მილუოკი – მინესოტა 139:112

დენვერი – პორტლენდი 111:106

კლიპერსი – ვაშინგტონი 135:116