დალასის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში სროლისას სამი ადამიანი დაშავდა, დაღუპულია თავდამსხმელი

17:20, 24.09.2025

დალასის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულია თავდამსხმელიც, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი ადასტურებს, რომ არიან დაშავებულები და დაღუპული, თუმცა აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ეკიპაჟები.

მსგავსი