„დალას მავერიქსმა“ ჩინელი MVP აიყვანა
„დალას მავერიქსმა“ ჩინელი MVP აიყვანა

„დალას მავერიქსმა“ ახალი სეზონის წინ მორიგი შენაძენი გააკეთა. ტეხასურმა კლუბმა ხელშეკრულება ჩინელ მცველთან დინ იანიუჰანთან გააფორმა.

კალათბურთელი დინ იანიუჰანი  „შანდუნ გოლდენ სტარზში“ თამაშობდა და ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არალეგიონერებს შორის ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე იყო.

2017-18 წლების რეგულარულ ჩემპიონატში მან საშუალოდ 26.0 ქულა, 5.2 მოხსნა და 3.2 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამასთან, 24 წლის დინმა 2015 წლის თავისი კანდიდატურა დრაფტზე წამოაყენა, მაგრამ არც ერთმა გუნდმა არ აიყვანა.

ახალი სეზონის წინ, „დალასის“ ახალწვეულები გახდნენ – ცენტრი დეანდრე ჯორდანი და სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი, რომელიც დრაფტზე მესამე ნომერი გახდა.