დაკავებული დეპუტატის შვილი აცხადებს, რომ მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს
დაკავებული  დეპუტატის შვილი აცხადებს, რომ მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილის თქმით, მას მამის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.

“მემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით, თუ ხელს არ მოვაწერდი  მამაჩემის წინააღმდეგ ჩვენებას”, – აცხადებს ზურაბ ნეფარიძის შვილი ზურა ნეფარიძე.

მისივე თქმით, ზეწოლა სუს-ის შენობაში ხორციელდებოდა და ამ პროცესს პროკურორი ბექა ეჟიშვილი ესწრებოდა.

“დღემდე გვემუქრებიან მე და ჩემ მეუღლეს” ,  – ამბობს დაკავებული დეპუტატის შვილი.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე 25 აგვისტოს ქრთამის აღების ბრალდებით  დააკავეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქმეზე პროცესი გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმართება.