დაკავებულ ზუგდიდელ მძღოლებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
დაკავებულ ზუგდიდელ მძღოლებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

ზუგდიდში დაკავებულ ხუთ მძღოლს პროკურატურამ 239 -ე, ხულიგნობის და 150-ე, იძულების მუხლებით წაუყენა ბრალი.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულთა სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მისივე თქმით, პროკურატურა  5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროელემენტების მძღოლები დილიდან გუბერნიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი არალიცენზირებული სადგურების აკრძალვას და დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას ითხოვენ. საქმე ეხება 4 მაისს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები სხვა სადგურების მძღოლებს დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით,  სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დაშლას არ აპირებენ.