დაკარი 2018 - რალი-რეიდს ახალი ლიდერები ჰყავს
დაკარი 2018 - რალი-რეიდს ახალი ლიდერები ჰყავს

“დაკარის” მესამე ეტაპი ისევ პერუში გაგრძელდა – რალი-რეიდის მონაწილეებს 294 კილომეტრი უნდა გაევლოთ.

მეორე ეტაპზე “პეჟოს” პილოტების დომინირების შემდეგ “ტოიოტას” წევრმა ნასერ ალ-ატიიამ შეძლო კონტრშეტევა და მიმდინარე “დაკარზე” მეორე ეტაპი მოიგო.

მიუხედავად ამისა, გენერალური კლასიფიკაციის ახალი ლიდერი სტეფან პეტერანსელი (“პეჟო”) გახდა. მისი უპირატესობა ალ-ატიიასთან რვა წუთს შეადგენს. ამ ორ პილოტს შორის იმყოფება სირილ დეპრე (“პეჟო”), რომელიც ლიდერთან სამ წუთს აგებს. “პეჟოს” კიდევ ერთი წევრი, ლეგენდარული რალისტი სებასტიან ლოები მეოთხეა 10-წუთიანი ჩამორჩენით.

ლიდერი შეიცვალა მოტოციკლების კლასში. კლასიფიკაციის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა ხოან ბორტმა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და 28 წუთი დაკარგა. სხვა ლიდერებსაც ჰქონდათ შეცდომები და ამით კარგად ისარგებლა მოქმედმა ჩემპიონმა სემ სანდერლენდმა, რომელმაც ეტაპიც მოიგო და საერთო ჩათვლის ლიდერიც გახდა. თუმცა, ბრიტანელთან ოთხი კონკურენტია ახლოს – ისინი 10 წუთზე ნაკლებს აგებენ.