დაკარგული სამი ქულა - ზივზივაძის გუნდმა კონკურენტს ვერ აჯობა
დაკარგული სამი ქულა - ზივზივაძის გუნდმა კონკურენტს ვერ აჯობა

ბუდუ ზივზივაძის გუნდმა „მეზოკოვეშდმა“ უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრა ვერ მოიგო, არადა, 3 ქულის მოპოვებას წამები აშორებდა.

„მეზოკოვეშდი“ გასვლაზე უაშუალო კონკურენტს, „პუშკაშის აკადემიას“ დაუპირისპირდა. ბუდუ ზივზივაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე შეცვალეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი 66-ე წუთზე დაწინაურდა. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს და ქულა მოიპოვეს 1:1.

სეზონის განახლების შემდეგ „მეზოკოვეშდმა“ უნგრეთის ჩემპიონატში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ერთიც ვერ მოიგო.. ამ ტურის შემდეგ „მეზოკოვეშდმა“ და „პუშკაშის აკადემიამ“ 47-47 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.