დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქში ექვსი სამართალდამცველი მოკლა
დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქში ექვსი სამართალდამცველი მოკლა

რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქში ექვსი სამართალდამცველი მოკლა.

თავდასხმის შედეგად დაშავებულია კიდევ ოთხი პოლიციელი.

ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა აშრაფ განიმ, ბაირამის დღესასწაულისთვის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შესახებ განაცხადა.

რეჟიმი ორმხრივად 11-დან 19 ივნისამდე პერიოდში მოქმედებდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ის ცალმხრივად, კიდევ ათი დღით გაახანგრძლივა.