დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ცნობით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე განახორციელეს იერიში
ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებს შეუტია. ინფორმაციას თავად დაჯგუფება ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ჰეზბოლას” წევრებმა დრონებით ისრაელის ჯავშანმანქანასა და ჯარისკაცებზე მიიტანეს იერიში.
მანამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღის განმავლობაში „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ 70-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას 20-ზე მეტი დასახლებიდან ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის იერიშებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.