Daily Telegraph- ნავთობკომპანია BP-ის უფროსი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს
Daily Telegraph- ნავთობკომპანია BP-ის უფროსი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს

ნავთობკომპანია BP-ის უფროსი ბობ დადლი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ Daily Telegraph-ს კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა ილია ზასლავსკიმ მიაწოდა.

ზასლავსკის მტკიცებით, BP-ის ამერიკელი უფროსი 2008 წელს იძულებული იყო დაეტოვებინა მოსკოვი, რადგან მის სისხლში შხამის კვალი აღმოაჩინეს. ამ დროს დადლის ТНК-ВР-ის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

დადლის მოწამვლის მიზანი, მისი და კიდევ 150 დასაველელი მენეჯერის თანამდებობიდან გადაყენება იყო. თავდაპირველად მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს. ეს იყო პირველი მინიშნება, რომ დადლი უნდა წასულიყო, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მაშინ უფრო ნათელი გზავნილით მიმართეს  და დადლის საჭმელში შხამი შეურიეს. იმის დამტკიცება, თუ ვინ მოწამლა დადლი, შეუძლებელი იყო“, – ამბობს ზასლავსკი.

ამასთან, BP-ის ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ ბობ დადლის მოწამვლა მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შეეძლო.

ბრიტანული გამოცემა ასევე წერს, რომ 2013 წელს ბობ დადლიმ თავის კომპანიის წილი რუსულ „როსნეფტს“ მიჰყიდა, სანაცვლოდ მან „როსნეფტის“ აქციების 12,5%-იანი წილი და 12 მილიარდი დოლარი მიიღო.