Daily Mail - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გვარდიოლას ბრალი წაუყენა
Daily Mail - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გვარდიოლას ბრალი წაუყენა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ბრალი დასდო “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მხარდაჭერის გამო.

2017 წლის ბოლოდან მოყოლებული, გვარდიოლას “სიტის” მატჩების დროს ტანსაცმელზე დამაგრებული აქვს ყვითელი ლენტი. მწვრთნელი ამ ხერხით უჭერს მხარს დაპატიმრებულ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიან.

ამასთან დაკავშირებით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადანაშაულა გვარდიოლა ორგანიზაციის წესების დარღვევაში, – წერს გაზეთი Daily Mail.

ასოციაცია ყვითელი ლენტის ტარებაში პოლიტიკურ ჟესტს ხედავს, აგრეთვე, ეს არის იმ წესების დარღვევა, რომელიც ფორმასა და რეკლამას შეეხება.

“სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ბრალდებებს 5 მარტამდე უნდა უპასუხოს.