დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა

20:58, 23.09.2019

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. შესაბამისად, ამ მიზნით წელს ბიუჯეტიდან ჯამში 110 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც საბიუჯეტო ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობა იზრდება ხუთი ერთეულით, რაც გამოწვეულია უწყების საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებით. თუმცა, სააგენტოსთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა არ იცვლება და კვლავ 3.8 მილიონი ლარი იქნება.

მსგავსი