დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 170 მილიონი ლარი გამოიყოფა
დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 170 მილიონი ლარი გამოიყოფა

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ახალ სისტემასთან დაკავშირებული ხარჯები უკვე ასახულია.

დოკუმენტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 170 მილიონი ლარი გამოიყოფა. აქედან 80 მილიონი ლარი 2018 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, რადგან სისტემის ამოქმედება თავდაპირველად სწორედ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმებოდა.

ამასთან, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება ერთი მილიონი ლარი იქნება.

„დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომლის ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება საპენსიო ასაკში, აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა.