დაგროვებითი პენსია 423-მა ადამიანმა გამოიყენა
დაგროვებითი პენსია 423-მა ადამიანმა გამოიყენა

20 აგვისტოს მონაცემებით, დაგროვებული პენსიით 423-მა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 201-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა პირმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით 177-მა ადამიანმა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 44-მა მოქალაქემ ისარგებლა.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის განმავლობაში საშუალოდ 9000-ზე მეტია. ამ დროისთვის, სააგენტოში მილიონზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. მთლიანი თანხა კი 926 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან, 74 მილიონ ლარამდე საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებელია.