დაგროვებით საპენსიო სისტემაში 448 601 ქალი და 593 483 მამაკაცია ჩართული
დაგროვებით საპენსიო სისტემაში 448 601 ქალი და 593 483 მამაკაცია ჩართული

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე სქემაში რეგისტრაცია გაიარა 1 042 084-მა ადამიანმა.

2020 წლის 29 ივლისის მონაცემებით, 448 601 ქალი ჩაერთო, მათ შორის: 40 წლამდე – 260 298, ხოლო 40 წელს ზემოთ – 188 303. სქემაში ჩართული მამაკაცები 40 წელს ქვემოთ – 337 705, 40 წელს ზემოთ – 255 778-ს შეადგენს, ხოლო სულ სქემაში ჩართული მამაკაცების რაოდენობა დღეისთვის 593 483-ია.

სააგენტოს ცნობით, ყოველდღიურად სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება და თვის მანძილზე 9000-ზე მეტს შეადგენს.

დატოვე კომენტარი