დაღუპული სამხედროების პატივსაცემად მარათონი გაიმართა
დაღუპული სამხედროების პატივსაცემად მარათონი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის ინიციატივით, ქალაქ რუსთავში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარბენში მონაწილეობა 41-ე ბატალიონის, სპეციალური ოპერაციების ძალების, მეხუთე საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის და სერჟანტთა მომზადების აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. ექვსკილომეტრიან გარბენში 200-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.

მარათონში გამარჯვებული სამხედროები მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა, 41-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მუხრან ჯაფარიძემ და ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი მესამედ გაიმართა.