დაღუპული ფეხბურთელის შესახებ სანტიაგო კანისარესის კომენტარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია
მადრიდის „რეალის“, „ვალენსიასა“ და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა სოციალურ ქსელში ფეხბურთელ ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა, რითაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ცნობილმა გოლიკპერმა განაცხადა, რომ რეიესი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც არ იმსახურებს ისეთ პატივისცემას, თითქოს გმირი იყოს.
„სიჩქარის გადაჭარბება მიუღებელი ქმედებაა და ამ ავარიაში, მძღოლის გარდა, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ხოსე ანტონიო რეიესი არ იმსახურებს ისეთ პატივისცემას, თითქოს გმირი იყოს. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ მის დაღუპვას არ განვიცდი და არ ვლოცულობ დაღუპულების სულებისთვის“, – დაწერა კანისარესმა.
მის ამ განცხადებას ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება და შეურაცხმყოფელი რეპლიკებიც კი მოჰყვა, რის გამოც ვეტერანი ფეხბურთელი იძულებული გახდა რამდენჯერმე გაეკეთებინა დამატებითი კომენტარი.
„ალბათ ჩემი აზრი კარგად ვერ გამოვხატე. რა თქმა უნდა, ხოსე ანტონიო რეიესი იმსახურებს პატივისცემას ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთში აქვს გაკეთებული“.
„ვკითხულობ კომენტარებს და პატივს ვცემ ყველას, გარდა ისეთებისა, რომლებიც შეურაცხყოფასა და უპატივცემლობას გამოხატავს. მე უბრალოდ ვგმობ დაუფიქრებლობას და აღვნიშნავ, რომ ადამიანები ბევრ შეცდომას ვუშვებთ. მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ტკივილთან შეუსაბამო სულაც არ არის“, – დაწერა კანისარესმა მოგვიანებით.
Circular con exceso de velocidad es una actitud reprochable
En el accidente ha habido víctimas además del conductor
Reyes no merece un homenaje como si fuera un héroe
Pero eso no quita que lamente lo ocurrido y que rece por sus almas
Lo intolerable lo encuentro en quien se alegra— SANTIAGO CAÑIZARES 💯 (@santicanizares) 1 June 2019
Quizás no me expliqué bien.
Claro que merece un homenaje y un gran recuerdo por su carrera y su aportación al fútbol.— SANTIAGO CAÑIZARES 💯 (@santicanizares) 2 June 2019
Leo opiniones de todo tipo, las respeto todas incluso excepcionalmente hoy las que van acompañadas de insultos y menosprecios.
Solo pretendo condenar la insensibilidad, e invitar a la reflexión de cuantos errores cometemos, y creo que es perfectamente compatible con el dolor.— SANTIAGO CAÑIZARES 💯 (@santicanizares) 2 June 2019