დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულებს სავარაუდოდ, ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი
დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულებს სავარაუდოდ, ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად სამი მებრძოლი მოკლეს. როგორც რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, მებრძოლებს, სავარაუდოდ, ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთი მოკლულის ვინაობა უკვე ცნობილია.

კონტრტერორისტული ოპერაცია დაღესტნის სოფელ გუბდენში ჩაატარეს. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, სავარაუდო ტერორისტების ადგილსამყოფელის შესახებ მათ ინფორმაცია ადგილობრივებმა მიწოდეს.

ლიკვიდირებული მებრძოლები ერთ-ერთ სახლს აფარებდნენ თავს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა შენობის ბლოკირება მოახდინა და ახლომდებარე სახლებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.

ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ალიგაჯი ხამუტაევია, რომელსაც რვა ადამიანის მკვლელობასა და პოლიცილების კოლონაზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი. ჩხრეკის შედეგად სახლიდან ამოიღეს ტყვია-წამალი და იარაღი.