დაღესტანში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე დაცვა გააძლიერეს
დაღესტანში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე დაცვა გააძლიერეს

დაღესტანში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე დაცვა გააძლიერეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქ ყიზლარში მრევლზე თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეკლესიაზე თავდასხმა 18 თებერვალს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ხალილ ხალილოვი ეკლესიასთან მივიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად, ოთხი ქალი ადგილზე, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დამნაშავის ლიკვიდაცია პოლიციელმა შეძლო, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მეუღლესთან ერთად მივიდა, თუმცა ქალი სროლის დაწყებამდე მიიმალა.

როგორც გამომძიებლები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი ძებნილთა ან უკანონო ბანდფორმირებათა წევრების სიაში არ იყო შეყვანილი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.