დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

12:58, 02.01.2021

დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ გეჯუხიდან 7 კილომეტრში და ქალაქ დერბენტიდან 12 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე აღინიშნა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი