დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით, საფრანგეთში მედიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს
საფრანგეთში მედიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტები ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდასა და ხელფასების მატებას ითხოვდნენ.
პარიზის გარდა, მედიკოსების საპროტესტო აქცია საფრანგეთის ათობით ქალაქში გაიმართა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საფრანგეთის მთავრობასა და სამედიცინო სექტორს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დაწყებისას, გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდის პირობა დადო.