დაეცა ლეგენდარული მაიკლ ფელპსის ბოლო მსოფლიო რეკორდი #1TVSPORT
დაეცა ლეგენდარული მაიკლ ფელპსის ბოლო მსოფლიო რეკორდი #1TVSPORT

ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი აღარ არის არცერთი მსოფლიო რეკორდის მფლობელი.

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ცურვაში. ფრანგმა ლეონ მარშალმა ოქროს მედალი მოიპოვა 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. მან დისტანცია 4 წუთსა და 2.50 წამში დაფარა და ამით გააუმჯობესა მაიკლ ფელპსის მიერ 2008 წლის ოლიმპიადაზე დამყარებული რეკორდი, რომელიც 4 წუთსა და 3.84 წამს შეადგენდა.

ფელპსი 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონია (13-ჯერ ინდივიდუალურ დისტანციებზე და 10-ჯერ ესტაფეტებში). ამ მაჩვენებლით და ოლიმპიური თამაშებზე მედლების საერთო რაოდენობით (28) ის აბსოლუტური რეკორდსმენია. ასევე, აბსოლუტური რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატებზე (50-მეტრიანი აუზი) მოპოვებული 26 ოქრო და 33 მედალი.