დადიანის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

16:58, 04.05.2025

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.

შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლიდან მაშველებმა ორი ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.

მსგავსი