დადიანების სასახლისა და მუზეუმის დირექტორი - ფონდ „ქართუს“ დახმარება ვთხოვეთ და ოპერატიულად გამოგვეხმაურნენ
დადიანების სასახლისა და მუზეუმის დირექტორი - ფონდ „ქართუს“ დახმარება ვთხოვეთ და ოპერატიულად გამოგვეხმაურნენ

დადიანების სასახლისა და ისტორიული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ ფონდ „ქართუს“ დახმარება სთხოვეს, საიდანაც ოპერატიულად გამოეხმაურნენ. მისი განცხადებით, ზუგდიდში მდებარე ნიკო დადიანის სასახლე წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო.

„როცა ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა, მაშინ ჩვენთან სტუმრად ბიძინა ივანიშვილი იყო. ჩვენ მას დახმარება ვთხოვეთ და ფონდი „ქართუ“ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას. ბატონმა ბიძინამ მუზეუმის აღდგენა პირადად ითავა. სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, სპეციალისტების მონაწილეობით მომზადდა დეტალური პროექტი და რეაბილიტაცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მუზეუმის აღდგენის პროცესი დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი არაჩვეულებრივადაა გაკეთებული. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, – აცხადებს ლილი ბერაია.

მისივე ინფორმაციით, ნიკო დადიანის სასახლის შემდეგ ფონდი „ქართუ“ რეაბილიტაციას დადიანების მთავარ მე-19 საუკუნეში აშენებულ დედოფლის სასახლეში გააგრძელებს. ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება და მუზეუმი საახალწლოდ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.

დადიანის სასახლის აღდგენა-რესტავრაციისთვის „ქართუმ“ ორი მილიონი ლარი გადაიხადა.