დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,72 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,93 პროცენტს შეადგენს
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,72 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,93 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,93 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 13,72 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,44 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 8 728 პირს დაუდასტურდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 18 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 7 521 შემთხვევა გამოვლინდა,  3 160 პაციენტი გამოჯანმღთელდა, 31 კი გარდაიცვალა.