დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დეპარტამენტმა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი ხელმძღვანელი პირებისთვის შეიძინა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეისყიდა 58 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი, რომელიც განკუთვნილია ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არის ფეიკ ნიუსი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნული შესყიდვა არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ექვსი ავტომანქანის შესყიდვას, აღნიშნული ავტომანქანები განკუთვნილია დაცვის პოლიციის ტექნიკური ჯგუფებისთვის“, – ნათქვამია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.