დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ბაგრატიონმა რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე რეგიონში განთავსებულ საკარანტინო ზონებთან მივიდა, რომლებსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო და ქვეყანაში არსებულ საკარანტინო ზონებისა და კოვიდ სასტუმროების უსაფრთხოების დაცვას ახორციელებს.