დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს შეხვდა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსთან, ჯეიმს ულინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას დაცვის პოლიცია ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განიხილეს სამომავლო გეგმები და დასახეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.