დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყო

10:43, 10.04.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ორგანიზაციამ „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხეების დარგვის აქციაში სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი მათ ჭალის ტყეების მნიშვნელობაზე ესაუბრა. აქციის მონაწილეებმა ტყის მოვლისა და ნერგების დარგვის შესახებ ინსტრუქციებიც მიიღეს.

უწყების განმარტებით, პროექტის მიზანია ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე არსებული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა და კონსერვაცია, რის შედეგადაც ადგილობრივი ეკოლოგიური პროცესები, ჰაბიტატები და სახეობები აღდგება.

მსგავსი