დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია.

სააგენტოს ინფორმაციით,  2019 წლის რვა  თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტით გაიზარდა და 889 321 შეადგინა.

ამასთან, დაცულ ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობით სტუმრობდნენ ქართველი და უცხოელი ვიზიტორები. ამასთან, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 17 პროცენტით არის გაზრდილი.

სააგენტო აცხადებს, რომ პირველ რვა თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა მარტვილის კანიონს; ყაზბეგის ეროვნულ პარკს; პრომეთეს მღვიმეს; ოკაცეს კანიონს; თბილისის ეროვნულ პარკს.

2019 წლის რვა თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 7 836 484 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27 პროცენტითაა გაზრდილი. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მლნ ლარია დახარჯული.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისიდან მასპინძლობს და ოთხ  თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.

დატოვე კომენტარი