დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს.
„ტურნირში პირველობისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა. გამარჯვებული გუნდის წევრები მედლებითა და მადლობის სიგელებით სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დააჯილდოვა.
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში ათ ინდივიდუალურ და ორ გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. მათ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოსცადეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 30 ივნისს აღნიშნავს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.