დაჩი ლორთქიფანიძე - „კარარეზეში“ მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის გადმოვედი #1TVSPORT
დაჩი ლორთქიფანიძე - „კარარეზეში“ მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის გადმოვედი #1TVSPORT

კარარეზეს“ სპორტულმა დირექტორმა, იაკოპო პაჩიუტიმ ახალწვეულები წარადგინა – მათ შორის, სერია A-სკრემონეზედან“ იჯარით დამატებული დაჩი ლორთქიფანიძე, რომელმაც ახალ გუნდზე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მიუხედავად იმისა, რომ „კარარეზეს“ ახლახან შევუერთდი, თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს და მომცეს შესაძლებლობა, ამ ახალ გარემოს შევგუებოდი. მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რამდენად ერთსულოვანია ეს გუნდი.

ახალი გუნდის არჩევანი მარტივი იყო: სერია A-შიკრემონეზეში“ გატარებული ექვსი თვის შემდეგ მინდოდა, მეტი სათამაშო დრო მიმეღო და ჩემი უნარები წარმომეჩინა. ისეთი კლუბის ინტერესი, როგორიც „კარარეზეა“, ჩემთვის მისაღები იყო და გადმოსვლის აუცილებლობა ეჭვქვეშ არც დამიყენებია.

რაც შემეხება მე, ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში, მაგრამ უფრო კომფორტულად თავს ცენტრში ვგრძნობ, რადგან დრიბლინგი და ბურთით წინსვლა ჩემი ერთ-ერთ მთავარი ძლიერი მხარეა“, – ამბობს დაჩი ლორთქიფანიძე.