დაჩი ცაგურია - სამგზავრო მატარებლებისთვის კოპიტნარში გაჩერების დამატება საინტერესო სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის
დაჩი ცაგურია - სამგზავრო მატარებლებისთვის კოპიტნარში გაჩერების დამატება საინტერესო სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის დაჩი ცაგურიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს კოპიტნარში გაჩერება დაემატება, ძალიან კარგი სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით, ვინც ვსარგებლობთ ქუთაისის აეროპორტის იაფი ფრენებით.

29 აპრილიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ხოლო 30 აპრილიდან პირველ მგზავრებს ველით. მომსახურება დაიწყება ყველასთვის, რომელსაც სურს, ისარგებლოს რგინიგზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე.

მომსახურებაში შედის როგორც მატარებლის ბილეთი, ასევე მთავრობის დადგენილების თანახმად, ქუთაისის აეროპორტის რკინიგზის სადგურიდან საერთაშორისო აეროპორტამდე აროპორტების გაერთიანების მიერ გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება ფაქტობრივად ყველა მგზავრს, როგორც ჩამომფრენს, ისე გამფრენს. მთავრობის განკარგულების თანახმად, დამატებითი მომსახურება უფასო ხდება რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე. ყველა მაგისტრალური მიმოსვლის მატარებელი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება და გაივლის აღნიშნულ მონაკვეთს გააჩერებს ამ ახალ რკინიგზის სადგურზე და მგზავრები შეძლებენ ისარგებლონ ამ სიახლით“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

30 აპრილიდან მატარებლები კოპიტნარში გაჩერდებიან.